ეკონომიკა
25/06/2021

შევქმნით კომისიას, რომ ვნახოთ გამოსავალი და პენსიონერებს არ ჰქონდეთ მაღალი პროცენტი - ღარიბაშვილი

შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ, თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში, რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, პენსიებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებულმა ხელისუფლებამ შეძლო და წინა ხელისუფლების დროს არსებული 100%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთი 36%-მდე დაწია.

„მქონდა საუბარი მინისტრებთან და ჩვენ შევქმნით კომისიას, მინდა გთხოვოთ თქვენც რომ ჩაერთოთ ამ კომისიის მუშაობაში რათა ერთობლივად ვნახოთ გამოსავალი, იმისთვის რომ პენსიონერებს არ ჰქონდეთ არანორმალურად მაღალი პროცენტი. წინა ხელისუფლების დროს 100%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის განკუთვნილი, ჩვენ შევძელით, დავაწევინეთ და მეც მქონდა პირადად საუბარი ირაკლი რუხაძესთან, ჩამოვიდა 36%-ზე, მაგრამ ესეც არის მაღალი. ყველას მოგიწოდებთ, ვინც ხართ დაინტერესებული ამ საკითხით, ჩაერთოთ. ვეტერანების პენსიას რაც შეეხება, გეთანხმებით, რომ ეს პრობლემაა, რომელიც მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023