ეკონომიკა
05/01/2023
სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული ₾1.25 მლნ ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შემოვიდა. აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.
ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში - 730 233 ლარი. წყალმომარაგების სექტორში - 348 319 ლარი.