ეკონომიკა
18/10/2021
"სექტემბრის ექსპორტ-იმპორტმა მოლოდინებს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს"
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ასევე მოლოდინებთან შედარებით ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს.
ამასთან, ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი, დაახლოებით $74 მლნ შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისაგან განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ $60 მლნ–თან შესადარია.