ეკონომიკა
19/10/2021
სექტემბერში წმინდა ექსპორტი პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება
ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
2021 წლის სექტემბერში წმინდა ექსპორტი წლიურად 10%-ით არის გაზრდილი და 270 მლნ დოლარს აღემატება. მაჩვენებელი 39%-ზე მეტად არის გაზრდილი, პანდემიმამდელ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, სულ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2.166 მლრდ დოლარს აღწევს, 25.9%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. 9 თვეში წმინდა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.7%-ია.
საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2.981 მლრდ დოლარია, რაც 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.