ეკონომიკა
06/10/2021

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსის შეფასებით,  საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნების ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. 

თუმცა, მისი თქმით, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება.

"გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.