სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს მთავრობას რეფორმების პროცესიდან ყურადღება აქვს გადატანილი
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რეფორმების პროცესს ყურადღება არ ექცევა.
მისი თქმით, დროა, მთავრობამ კვალავ განაახლოს ეს პროცესი, რითაც ინვესტორების მოზიდვას და ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფდა.
„საქართველო ყოველთვის იყო გლობალური ლიდერი რეფორმებში. სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში მთავრობას ამ საკითხიდან ცოტათი ყურადღება აქვს გადატანილი. ახლა არის შესაძლებლობა კვლავ განახლდეს რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული აქვს საქართველოს, რითაც ინვესტორების მოზიდვას შეძლებს და დაეხმარება ეკონომიკის ზრადას, ასევე მოსახლეობაში სიღარიბის შემცირებას,“ - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.
მისივე თქმით, მიმდინარე კოვიდ კრიზისის ფონზე გამოიკვეთა, რომ რეფორმების დაჩქარების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ციფრული ეკონომიკის განვითარების და მდგარდი ზრდის უზრუნველყოფას.