სებ: წელს ინფლაცია მაღალი იქნება, მიზნობრივ მაჩვენებელს კი 2023 წლის II ნახევარში დაუახლოვდება
ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას ელის.
ცენტრალურ ბანკში იმედოვნებენ, რომ ის ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
"არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს", - განმარტავენმ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა, ეს ნიშნული კომიტეტმა უკვე მეშვიდედ დატოვა უცვლელად.