ეკონომიკა
16/09/2020
სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გაყიდა
კობა გვენეტაძის დაანონსების შემდეგ, სებ-მა მორიგი ინტერვენცია განახორციელა.
სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $409,65 მლნ გაყიდა.