ეკონომიკა
27/10/2021

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 10%-ზე შეინარჩუნა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა.

გადაწყვეტილება მონეტარულიპოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 8 დეკემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა ასევე უცვლელად დატოვა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა წინა სხდომაზე 15 სექტემბერს.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს წლის ბოლომდე განაკვეთის გაზრდას. თიბისი კაპიტალი ჯერ კიდევ წინა კვლევაში აცხადებდა, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი.

"ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს. საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტლიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება", - ნათქვამი იყო თიბისი კაპიტალის 24 სექტმბრის კვლევაში.

როგორც კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჯერ კიდევ აგვისტოში (როდესაც განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით გაიზარდა) განაცხადა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას.