ეკონომიკა
18/02/2021
სებ-მა ბაზარს დამატებით 40 მლნ მიაწოდა - სულ ინტერვენციების მოცულობა $120 მლნ-ს აღწევს
სებ-მა ბაზარს დამატებით 40 მლნ მიაწოდა.
პანდემიის ფონზე ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე აქტიურობა კვლავინდებურად უწევს. მთავარ ბანკს უკვე მესამე ინტერვენციის განახორციელება მოუხდა.
ბანკმა ბაზარს დამატებით 40 მლნ მიაწოდა. სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა.
2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $120 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.