სებ-ის საბაზისო სცენარით ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წელს დაიწყება
ეროვნული ბანკი ეკონომიკის გაჯანსაღების დაწყებას საბაზო სცენარით 2021 წლიდან დაიწყება, რასაც ვაქცინაცია, პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და მისი შემაკავებელი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს.
მთავარი ბანკის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის დაჩქარებული პროცესითა და საბაზრო განწყობების გაუმჯობესებით მიიღწევა.
პესიმისტური სცენარი კი 2021 წლის განმავლობაში პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას ითვალისწინებს, რაც გახანგრძლივებულ რეცესიაში აისახება და ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან იწყებს.
საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები.