ეკონომიკა
28/06/2022

სებ-ი TBC-ის და G&T-ის ოპტიმიზმს არ იზიარებს

ეროვნული ბანკის 4.5%-იან პროგნოზს საინვესტიციო ბანკირების ნაწილი გადამეტებული კონსერვატიულობით ხსნის. ნაწილს კი სებ-ის საბაზო სცენარი, უკიდურესად პესიმისტურად ეჩვენება, 6 თვის შედეგების გათვალისწინებით. კვარტალურ ჭრილში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და თუ ახალი კრიზისი არ დაიწყო, წლის მეორე ნახევარში, ზრდის შენელების  დაშვებითაც კი ზრდა 5%-ს  გადააჭარბებს.

G&T-ის ბანკირი ევა ბოჭორიშვილი გაუმჯობესებულ პარამეტრებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ექსპორტის ზრდაზე, რეგიონის ქვეყნებში და მის გარეთაც. ტურიზმიდან შემოსავლების  მატებაზე, გზავნილების  ტრენდის გაუმჯობესებაზე. აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის საინვესტიციოსგან განსხვავებით ხშირად პროგნოზს ვერ გადახედავს და ამიტომაც მაქსიმალურად შეწონილი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ინფორმაციით, G&T–ი 7.5%-იან პროგნოზს 3%პ-ით გაზრდის. პროგნოზი ბოლო საანგარიშო თვის საქსტატის დაზუსტებულ მონაცემებს გამოქვეყნებისთანავე დაკორექტირდება. არ არის გამორიცხული უფრო მაღალიც კი დაიდოს.

TBC კაპიტალის მთავარ ეკონომისტს ოთარ ნადარაიას სებ-ის 4.5%-ის შეფასება უჭირს. საინვესტიციო ბანკმა 10%-ინი ზრდის მოლოდინზე უკვე განაცხადა. გაუმჯობესებული პროგნოზი ტურიზმის ზრდით არის განპიროებული. ძირითადად მიგრანტთა ნაკადით.

2022 წლის მაისში ფულადი გზავნილების წლიურის ზრდა 170%-მდეა, მორიგ რეკორდულ 505.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 58.8%-იანი ზრდის შემდეგ.

ზრდაა ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+9.9-ჯერ, 313.9 მლნ აშშ დოლარამდე, ამ თანხის ნაწილი სავარაუდოდ მიგრაციას უკავშირდება), იტალია (+15.3%), აშშ (+15.0%), ყაზახეთი (+586.6%), ისრაელი (+8.8%) და გერმანია (+46.4%).

მაისში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაისის დონესთან 95.6%-ით აღდგენილია, 259 მლნ აშშ დოლარს აღწევს (+250.4% Y.Y).

5 თვის შემოსავლები  $841 მლნ -მდეა (+374.5% Y.Y), რაც 2019 წლის პირველი 5 თვის 75.4%-ია.

საინვესტიციო ბანკები 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 85%-იან აღდგენას პროგნოზირებნენ, მაისის  ეფექტით კი სრულ აღდგენასაც არ გამორიცხავენ.

დარჩენილ 6 თვეში მოსალოდნელ სებ-ის  საფრთხეების  ჩამონათვალს თუ ჩავყვებით, ბანკირების  ოპტიმიზმი არც თუ გადაჭარბებული გამოდის.  

სებ-ი  საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში  ეკონომიკური აქტივობის  შენელების ფექტზე კი აღნიშნავს, მათ შირის რუსეთიდან და უკრაინიდან სავაჭო ნაკადების შეფერხებაზე, თუმცა ამასთან ტურსტული ნაკადების ზრდაზეც მიანინებს და საქართველოს მიმდინარე ანგაიშის გაუმჯობესების მოლოდინზე. ასევე კურსის მოსალოდნელი  გამყარებით  გაუმჯობესებულ  განწყობებზე,

 

Businesspartner