ეკონომიკა
22/06/2022

სებ-ი: ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება

ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნებას პროგნოზირებს.

სებ-ი ამ მაჩვენებლის შემცირებას მას შემდეგ ელოდება, რაც რეგიონში არსებული მძიმე ვითარება დასტაბილურდება და საგარეო ფაქტორები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ნაკლებას მოახდენს. 

"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სურსათის ფასები მსოფლიო მასშტაბით ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რადგან ჩვენ მცირე, ღია ეკონომიკა ვართ და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა სწრაფად აისახება ჩვენ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე. ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც  მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6%), ასევე საბაზო ინფლაციაზე (1.1%). 

ინფლაციის მოსალოდნელი ტრაექტორია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით კი, კვლავ მაღალი გაურკვევლობაა. დღევანდელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობს იმის ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება. ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და საგარეო შემოდინებების (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები) ზრდის ფონზე გაცვლითი კურსი გამყარებულია, რის შედეგადაც იმპორტირებულ ინფლაციას ბოლო თვეებში შემცირების ტენდენცია აქვს. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მას შემცირების მიმართულება ექნება",- აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ინფლაციის მაჩვენებელი 13.3%-ია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023