ეკონომიკა
30/09/2022

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ₾65.1 მლნ-ად გაიყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა სუბიექტმა მიიღო.

2022 წლის 1 სექტემბერს დაწყებული აუქციონი დღეს, 12 საათზე დასრულდა. კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.

ქონების საწყისი ღირებულება ₾65 მლნ-ს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა, ქონება კი ₾65.1 მლნ-ად გაიყიდა.  დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება ₾76.7 მლნ-ი გახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში, 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.

 

Businesspartner