სატრანზიტო გადაზიდვიდან საქართველომ იანვარში ₾5.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
საქართველოში სახმელეთო გადაზიდვები იზრდება.
იანვარში ქვეყნის ბიუჯეტმა გზათსარგებლობის საფასურის სახით 5.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 1.3 მლნ მეტი ვიდრე 2021 წლის იანვართან შედარებით.
ქვეყნის საზღვრები 26 742 სატვირთო ტრაილერმა გადაკვეთა.
2021 წელს გზათსარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 66.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, 3.3 მილიონით მეტი 2020 წელთან შედარებით. ბოლო წლებში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები ზრდის ტრენდს აჩვენებს
გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით
- 2021 წელი - 66.414 მლნ
- 2020 წელი - 63.064 მლნ
- 2019 წელი - 59. 67 მლნ
- 2018 წელი - 39.17 მლნ
- 2017 წელი - 32.33 მლნ
აღსანიშნავია, რომ გზათსარგებლობისთვის თითოეული სატვირთო 200 ლარიან მოსაკრებელს იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს გადასახადი 332 070 ე.წ „ტრაილერმა“ გადაიხადა. თუ 2017 წელს შევადარებთ, საქართველოს დერეფანში მოძრავი სატვირთო ავტომობილების რაოდენობა გაორმაგებულია.