საშუალო ხელფასი საქართველოში 1 328 ლარია - სექტორები, სადაც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ
საშუალო ხელფასი საქართველოში 1 328 ლარია, - მეორე კვარტლის შედეგებს საქსტატი აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 15.5%-ით არის გაზრდილი.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასებია:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (+15.4%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (+12.4%);
• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (+23.7%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (+7.4%);
2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარით, კაცების - 1 560 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.