ეკონომიკა
05/07/2023

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი საქმიანობას საქართველოს ბანკში გააგრძელებს

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი გიორგი დანელია საქმიანობას “საქართველოს ბანკში” გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაცია  მან  Linkedin-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა. 

დანელია ბანკის აქტივების მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა 2023 წლის 30 ივნისს დატოვა.  ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

როგორც დანელიას წერილიდან ირკვეოდა,  ის საპენსიო სააგენტოდან, საბანკო სფეროში ინაცვლებდა.