ეკონომიკა
02/06/2023
საპენსიო სააგენტო ბიზნეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრადიციული შეხვედრების ფორმატში, საპენსიო სააგენტოს უფროსმა, საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ მოწვეულ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, საინვესტიციო შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
"გოგა მელიქიძემ მედიას დეტალურად გაუზიარა ინვესტირების Ინსტრუმენტები, კანონით გათვალისწინებული პროცედურები და რისკიანობის პორტფელები,რომლებიც 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდება. ესაუბრა არსებული აქტივების კლასებზე და პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე.
ასევე, ყურადღება გამახვილდა ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე. მედია შეხვედრაზე ბიზნეს მედიის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კითხვები, რომლებზეც გოგა მელიქიძემ ვიზუალური მასალის დეტალური აღწერით მიაწოდა ინფორმაცია. მსგავსს შეხვედრებს საპენსიო სააგენტო ინტენსიურად ატარებს და ამ გზით მოქალაქეთა ინფორმირებას ცდილობს. დაგეგმილია, არაერთი მსგავსი გაფართოებული შეხვედრა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის. ამ დრომდე განხორციელდა შეხვედრები ბიზნეს სექტორის და ექსპერტების ინფორმირებისთვის,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.