ეკონომიკა
30/12/2021

"საპარტნიორო ფონდი მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ“

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ჭარამიამ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ჭარაიას ინფორმაციით,"საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების ფარგლებში, მისი შემადგენლობიდან სახელმწიფო საწარმოები უნდა გამოიყოს და ფონდმა, როგორც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ გააგრძელოს საქმიანობა.

„არის საწარმოები, რომელთა საქმიანობა წარმატებულია. მაგალითად, „საპარტნიორო ფონდი“. ის მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ.ხშირად ვრცელდებოდა პრესაში ინფორმაცია, რომ ის ასეულობით მილიონი დოლარის ზარალზე გადის. რეალურად კი  ფონდი თავისი დანამატი კომპანიების გარეშე მომგებიანი იყო. „საქართველოს რკინიგზა“  არის ფონდის დანამატი კომპანია, რომელსაც თვითონ ჰქონდა ბუღალტრული მინუსი,რომელიც შესაბამისი კვლების შედეგად დაუდასტურდა კიდეც.

შემოვლითი რკინიგზის პროექტმა გაბერა ხარჯები, შემდგომ მოხდა ამ აქტივების ჩამოწერა, ამან განაპირობა ის, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ზარალზე წავიდა. „საპარტნიორო ფონდზე“ კი  მთელი ის ზარალი აისახა. შესაბამისად, როდესაც „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციააზეა საუბარი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  მოხდეს საწამოების გამიჯვნა ისე, რომ ფონდის მოგებიანი კომპონენტი შენარჩუნდეს და მან პროფესიონალი მენეჯმენტისა და პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველობით გააგრძელოს საქმიანობა. საპარტნიორო ფონდის ე.წ. შვილობილი კომპანიების მომავალი სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პროექტში მკაფიოდ არის გაწერილი. ეს საწარმოები სპეციფიკური ხასიათისაა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და დიფერენცირებულად უნდა განვიხილოთ,“-აცხადებს ჭარაია.