სამსჯელო მინისტრისთვის: გავზარდოთ შემოსავლები და არ დავაწესოთ ახალი შეღავათები
ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო შემოსავლების ზრდის საკითხზე პარლამენტში ისაუბრა.
ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არ იგულისხმება, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. "თუმცა აუცილებელია ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. მათ შორის, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები. არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, შეღავათები არ უწყობს ხელს უთანაბრობის შემცირებას და არ არის ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ან მცირე ბიზნესზე.
„კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გადახდისუუნარობის ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მომდევნო წლიდან ამოქმედდება. განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.