ეკონომიკა
06/02/2023

სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 28.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 %-ით გაიზარდა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.5%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8%-იანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.