ეკონომიკა
03/08/2022
სამომხმარებლო სესხების ვადა 3 წლამდე შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე მცირდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სამომხმარებლო სესხებზე გაზრდილი მოთხოვნა.
"სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება. სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ის ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში",- განმარტა გვენეტაძემ.