ეკონომიკა
03/07/2021

"სამხრეთ კავკასიის ლოგისტიკური დერეფანი სწრაფ და ეკონომიურ გზად ყალიბდება ტვირთების გადასაზიდად"

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური კარბამიდის ახალმა ტერმინალმა პირველი ტვირთები მიიღო.

მინერალური სასუქები ევროპის მიმართულებით გადაიზიდება. ტერმინალი, რომელიც წელიწადში 1,5 მლნ მინერალურ სასუქს გადაამუშავებს და გადაზიდავს, 25 მლნ დოლარის ინვესტიციით აშენდა. ინვესტორები ამერიკული კორპორაცია „ტრამო“ და კომპანია Wondernet Express Investment Group-ი არიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა განუცხადა, ამ ტერმინალის მეშვეობით სრულიად ახალი ტვირთების მოზიდვა გახდა შესაძლებელი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თავის ისტორიულ ფუნქციას უბრუნდება - გახდეს აზიასაა და დასავლეთის დამაკავშირებელი კარიბჭე. შუა აზიიდან მომავალი ტვირთები ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მწარმოებლისთვის კი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე და ეკონომიკურად გადაზიდოს. დღევანდელი ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ჩვენი ტერმინალის პირობებში, ეს ადვილად შესაძლებელი გახდა. ეს არის ეკონომიკურად ძალიან მისაღები და სწრაფი გზა, რითაც შუა აზია დაუკავშირდება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს,“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.

მისივე თქმით, მოსალოდნელია რომ ტვირთების მოცულობა და გადაზიდვაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

„შუა აზიაში ყოველწლიურად შენდება ახალი ქარხნები და საწარმოები. ეს ზრდის იმის საჭიროებას, რომ ამ ქარხნებში ნაწარმოები პროდუქცია ახალ ქვეყნებს მიაწოდონ. პოტენციალი არის ძალიან დიდი. მთავარია ამ პოტენციალს სწორად მივუდგეთ ჩვენ და ჩვენთან ერთად მომუშავე სხვა კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან გადაზიდვებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები წამოვიდეს სამხეთ კავკასიის დერეფანში. ეს იმდენად დიდი პოტენციალია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი მომავალშიც ორიენტირებული იქნება ძირითადად მინერალური სასუქების გადაზიდვაზე. თუმცა, როგორც მამუკა მურჯიკნელი აცხადებს, ტერმინალი სხვა ტიპის ტვირთებზეც იმუშავებს, თუკი კომპანია და მისი აქციონერები ასეთ შესაძლებლობას და ეკონომიკურ მიმზიდველობას დაინახავენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023