საქსტატი: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირებულია
საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა.
კერძოდ, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8–ით შემცირდა და 17.5% შეადგინა.
ასევე, 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1–ითშემცირდა და 15% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბის მაჩვენებლი შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფშიც. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7% შეადგინა, 18-64 წლის ჯგუფში - 17.3, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9%. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8%–ით და შესაბამისად 17.1 და 17.9%–ს შეადგენს.
2021 წელს მედიანური მოხმარების 60%–ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%–ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, უმნიშვნელოდ, 0.4–ით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-ის ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს. აღნიშნული კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.36-დან - 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და 0.42-ს შეადგენს.