ეკონომიკა
13/06/2023

საქსტატი: იანვარ-მაისში ექსპორტი 18.5%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9 პროცენტით მეტია,-ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.