ეკონომიკა
10/02/2022
საქსტატი: ექსპორტის 47% საერთაშორისო ბაზრებზე საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება
"საქსტატის" მონაცემებით, ქართველი ექსპორტიორები საერთაშორისო ბაზრებთან წვდომისთვის ძირითადად საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტს იყენებენ. ტრანსპორტის ამ ორ ჯგუფზე მთლიანი ექსპორტის 90%-ზე მეტი მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საზღვაო ტრანსპორტით $2 მლრდ–ის პროდუქციის ბაზრებზე გატანა მოხდა, რაც მთლიანი ექსპორტის 47 % -ია. საავტომობილო გზით $1.8 მლრდ–ის პროდუქციის ტანსპორტირება მოხდა, მთლიანი ექსპორტის 43%-ის. მცირეა სარკინიგზო და საჰაერო საექსპორტო ტვირთები.
ექსპორტი ტრანსპორტის სახეების მიხედვით
- საზღავო - $2 მლრდ
- საავტომობილო - $1.8 მლრდ
- სარკინიგზო - $0.16 მლრდ
- საჰაერო - $0.22 მლრდ
- სულ ექსპორტი - $4.2 მლრდ
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლიან პერიოდში ( 2017-21 წწ) ვითარება 2020 წლიდან შეიცვალა. ამ დრომდე ექსპორტის უდიდესი წილი საავტომობილო გადაზიდვებზე მოდიოდა.