ეკონომიკა
29/10/2021

საქსტატი: 9 თვეში ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, სექტემბერში კი ზრდამ 6.9% შეადგინა.

2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,
დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული
ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.