ეკონომიკა
13/10/2021

სახმელეთო გადაზიდვების ხარჯზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 8 თვეში ტვირთები 1 მლნ ტონით, 27.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად, სახმელეთო გადაზიდვების ხარჯზეა. საავტომობილო გზით გადაზიდვები გაზრდილია 19.4 მლნ ტონამდეა. სარკინიგზო გზით გატარებული ტვრითის მოცულობა 8 მლნ ტონას აღწევდა.

ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფანში

საავტომობილო - 19.4 მლნ ტონა (+0.3 მლნ)

სარკინიგზო - 8 მლნ ტონა (+0.7 მლნ)

სარკინიგზო გადაზიდვებში დადებით როლს თამაშრობს ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამიტომ ამ რკინიგზით ნავთობის გადაზიდვა არ ხდება. რკინიგზის ამ მონაკვეთზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 8 თვეში 56.4%-იან ზრდას აჩვენებს. კონტეინერების მოძრაობა შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან საქართველომდე 260% -ითაა გაზრდილი.

 

Businesspartner