საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია
2020 წელს, წინა წელთან შედარებით 14.8%-ით შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ექსპორტი 12%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 15.9%-ით ნაკლები. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.
2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი)
ათეულში არიან ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.უმსხვილესი საექსპორტო საქონელია: სპილენძის მადანი, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები.
საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველი თურქეთია(17.6%), შემდეგ რუსეთი(11.1%) და ჩინეთი(8.9%). ათეულში არიან აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა, იტალია და ბრაზილია.
2020 წელს, უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები.