ეკონომიკა
02/04/2021

საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7.2%-ია

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას ,აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები გაიზარდა შემდეგ ჯგუფებში:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 36.1 პროცენტიანი მატება, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (51.4 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით, რაც 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022