საქართველოში საწვავის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია
პანდემიურ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 10 000 ტონით (0,9%) შემცირდა და 1106 ათასი ტონა შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის იფნორმაციით, ქვეყანაში 2020 წელს შემოსული საწვავიდან ბენზინის იმპორტი 540,4 ათასი ტონაა (-0,7%), დიზელის საწვავის იმპორტმა - 565,6 ათასი ტონა (+2,5%-ით) შეადგინა.
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 342,8 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 31%; აზერბაიჯანი - 214,9 ათასი ტონა - 19,4%, რუმინეთი - 206,9 ათასი ტონა - 18,7%, ბულგარეთი - 112 ათასიტონა - 10,1%; თურქმენეთი - 104,7 ათასი ტონა - 9,5%, საბერძნეთი - 45 ათასი ტონა - 4,1%, ყაზახეთი - 41,5 ათასი ტონა - 3,7%, თურქეთი - 16,6 ათასი ტონა - 1,5%.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია.