საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 541 ლარია
2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით, 213 ლარით გაიზარდა და 1 541 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108 ლარი. წინა წელთან შედარებით გაზრდილია 43.1%-ით.
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671 ლარი. გაზრდილია 13.4%-ით.
⦁ მშენებლობა - 2 177.6 ლარი. გაზრდილია 8.5%-ით.
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი. გაიზარდა 16.6%-ით.
კახების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება.
2022 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268.5 ლარი (17.2%).