საქართველოში საშუალო ხელფასი 1 446.5 ლარია
2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1%-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4%-ით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 380.8 ლარი, გაიზარდა 8.0%-ით) დარგებში ფიქსირდება.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177.4 ლარით (14.6%) გაიზარდა და 1 390.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.