ფოტო: insidehousing.co.uk
ეკონომიკა
31/01/2022

საქართველოში 2021 წელს 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა

მშენებლობაზე მოთხოვნა კვლავინდებურად მზარდია. 2021 წელს საქართველოში 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა, მაჩვენებელი 5.6%-ით არის  გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, სულ ნებართვა გაიცა 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 74.4% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% თბილისზე, 9.2% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9% - იმერეთის რეგიონზე.

2021 წელსგაცემული ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი მოდის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. თუმცა ნებართვები ასევე გაცემულია სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5% - თბილისზე, 12.3% - კახეთზე, 11.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან
შედარებით 3.9%-ით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტი).