ეკონომიკა
19/07/2022
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია.
საქსტაის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი).
შემდეგ მოდის აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, რუმინეთი, უკრაინა და იტალია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8 477.4 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4%–ით მეტია.
ამასთან, ექსპორტი 35.6% გაიზარდა და $2 558.7 მლნ-ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 35.3%–ით და $5 918.6 მლნ შეადგინა.