ეკონომიკა
31/03/2022
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესებულია
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა.
სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -26.3 მლრდ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -140.4%ია. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 652.7 მლნ დოლარით გაუარესდა.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.5 მლრდ დოლარია (35.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 424.4 მლნ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 37.8 მლრდ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.1 მლრდ დოლარით აღემატება.