ეკონომიკა
28/09/2020

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, ეს ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140%-ია. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ დოლარით გაუარესდა.

მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.2 მლრდ აშშ დოლარი (104.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

Businesspartner