ეკონომიკა
11/03/2021

საქართველოს TOP 5 ინვესტორი ქვეყანა

საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 2020 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა.

ამ ქვეყნიდან შემოსული FDI მთლიანი მოცულობის 49.9%-ია და 307.8 მლნ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი 172 მლნ დოლარით, რაც 27.9%-ია, მესამეზე - თურქეთი 108 მლნ დოლარი (17.5%), შემდეგ პოზიციაზე მოდის აშშ 93 მლნ დოლარით, ბოლო პოზიციაზე კი მალტაა 27 მლნ დოლარით.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3%-ია.

 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.