ეკონომიკა
21/03/2022

საქართველოს TOP-10 საექსპორტო ბაზარი

2022 წელი საქართველომ ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით დაიწყო. იანვარ-თებერვალში მაჩვენებელი წლიურად 54.5%-ით არის გაზრდილი და 760.4 მლნ დოლარს აღწევს, აქედან წმინდა ექსპორტი 555.8 მლნ დოლარია.

უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის ლიდერი ჩინეთია (95.4 მლნ დოლარი), მისი წილი მთლიან ექსპორტში 12.5%-ია,  რუსეთი მეორე პოზიციაზეა (92.9 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი კი მესამე ადგილზე (92.3 მლნ დოლარი).

1. ჩინეთი - 95.4 მლნ დოლარი, 12.5%

2. რუსეთი - 92.9 მლნ დოლარი, 12.2%

3. აზერბაიჯანი - 92.3 მლნ დოლარი, 12.1%

4. ბულგარეთი - 83.8 მლნ დოლარი, 11%

5. თურქეთი - 58.874 მლნ დოლარი, 7.7%

6. უკრაინა - 47.581 მლნ დოლარი, 6.3%

7. სომხეთი - 45.62 მლნ დოლარი, 6%

8. აშშ - 41.421 მლნ დოლარი, 5.4%

9. პერუ - 18.150 მლნ დოლარი, 2.4%

10. უზბეკეთი - 17.107 მლნ დოლარი, 2.2%

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.542 მლრდ დოლარს მიაღწია, წლიური ზრდა 49.3%-ია.

საანგარიშო პერიოდში იმპორტი 47.2%-ით, 1.8 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი.