ეკონომიკა
08/09/2021

საქართველოს TOP-10 ინვესტორი კომპანია

ქართულ ეკონომიკაში 2021 წლის მეორე კვარტალში $234.2 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, წლიურად მაჩვენებელი 2.6%-ით არის შემცირებული.

"ბიზნესპარტნიორი" გთავაზობთ 10 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალს. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საწარმოები არ არის დალაგებული რიგითობის მიხედვით.

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

შპს თბილისი ენერჯი

სს ენერგო - პრო ჯორჯია

შპს ჯეოსთილი

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

შპს ტოიოტა კავკასია

სს მეტრო ავრასია ჯორჯია

შპს რუსთავის ფოლადი

შპს მტკვარი ჰოლდინგი

სს ბიჯეო ჯგუფი

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. 2021 წლის მეორე კვარტალში სწორედ გაერთიანებულ სამეფოზე მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33%.

გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 77.1 მლნ დოლარი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 31.5 მლნ დოლარით (13.5%), მესამე პოზიციაზეა ჩეხეთი - 30.8 მლნ აშშ დოლარით (13.2%).