ფოტო: asia.nikei.com
ეკონომიკა
16/12/2021

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 46 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 46 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

ეკონომიკის მინისტრმა იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ამ ხელშეკრულებების საფუძველზე იღებს.

ნათია თურნავას თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტის 88% სწორედ იმ ქვეყნებზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს ეს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. 

"ხშირად ისმის კითხვა რატომ შემცირდა ევროკავშირთან ექსპორტის წილი, რაც უმეტესად დამოკიდებულია წიაღისეულის ექსპორტთან. ამ დროისთვის ჩვენი ექსპორტის 1/5 სწორედ ევროკავშირზე მოდის და მუდმივად მზარდია, რაც შეეხება წიაღისეულს, მისი ექსპორტი ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე ხშირად იცვლება. სხვა დარგების მიერ შექმნილი პროდუქცის ექსპორტი კი ევროკავშირში 28%-ით არის გაზრდილი. ამის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ექსპორტიორი კომპანიების რიცხვიც 51%-ით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, არსებობს ორმხრივი ინტერესია კონგრესმენთა ჯგუფთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა საერთაშორისო ვაჭრობაში ბარიერების არარსებობას და შემცირებულ ტარიფებს გულისხმობს.