ეკონომიკა
07/09/2020
საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში თურქმენული ნავთობპროდუქტების წილი იზრდება
საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში თურქმენული ნავთობპროდუქტების წილი მზარდია.
2020 წლის 6 თვეში რკინიგზით 1,456 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაიზიდა. ზრდა 2019 წლის 6 თვესთან შედარებით 0.4% იყო, თუმცა 0.3%-იანი კლებაა ამ ტვირთიდან მიღებულ შემოსავლებში, რაც 58.9 მლნ ლარს შეადგენდა.
გადაზიდულ ნავთობპროდუქტებში 30% აზერბაიჯანზე მოდის, ზრდაა 4%-ული პუნქტი. 24%-დან 26%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი, 13%-დან 8%-მდე დაეცა ყაზახური ნავთობპროდუქტების მოცულობა, ხოლო 13-დან 21%-მდეა გაზრდილი თურქმენეთიდან წამოსული ნავთობპროდუქტების მოცულობა. 15% სხვა ქვეყნებზე მოდის.
რკინიგზით გადაზიდულ ნავთობპროდუქტებში 41% დიზელს უჭირავს, 10% მსუბუქ საწვავს, 19% სპეც ბენზინს, 11% გაზოილს, 19% სხვა სახის ნავთობპროდუქტებს.