ეკონომიკა
18/08/2021
საქართველოს საგარეო ვალი ივლისში $14 მლნ-ით შეუმცირდა
უკვე მეორე თვეა საგარეო ვალი მცირედ, თუმცა მაინც მცირდება. ივნისის $22 მლნ-იანი კლების შემდეგ, ივლისში წინა თვესთან შედარებით, საგარეო ვალდებულებების მოცულობა $14 მლნ-ით კიდევ შემცირდა.
თუმცა ქვეყნის საგარეო ვალი, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა წლიურ დინამიკაში, მაჩვენებელი გაზრდილია $1.4 მლრდ-ით და 31 ივლისის მდგომარეობით $8.002 მლრდ-ს აღემატება.
ზრდის ტრენდი ამ შემთხვევაშიც შენელებულია, რამდენადაც 2021 წლის ივნისში 2020 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი $1.874 მლრდ-ით იყო გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეო ვალი კიდევ უფრო სოლიდურად არის შემცირებული ეროვნულ ვალუტაში. ივლისში ივნისთან შედარებით საგარეო ვალი ლარში 332 მლნ ლარით არის შემცირებული ₾25.002 მლრდ-მდე.