ეკონომიკა
16/03/2022

საქართველოს საგარეო ვალი $8.13 მლრდ-მდე გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალდებულებები თებერვალში $8.13 მლრდ-მდე გაიზარდა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიანი ვალდებულებებიდან $7.7 მლრდ მთავრობის ვალია.

წლიურად ქვეყნის საგარეო ვალი 302 მლნ დოლარით არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი $26 მლნ-ით არის გაზრდილი.

თებერვალში საქართველომ შეძლო კრედიტორებისთვის $15 მლნ-ის ძირითადი თანხის დაფარვა, პროცენტის სახით კი $8.2 მლნ დოლარი გადაიხადა.

საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $5,525 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 15 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 1.6 მლრდ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.