საქართველოს საგარეო ვალი $8.1 მლრდ-ია
საქართველოს უცხოელი კრედიტორების 8.1 მილიარდი მართებს. 1 თებერლისთვის ქვეყნის საგარეო ვალი 103 მლნ დოლარით შემცირდა. წლის პირველ თვეში ქვეყანამ კრედიტორებს 31.3 მლნ დოლარის ძირითადი თანხა და 5.6 მლნ დოლარის პროცენტი გადაუხადა.
უცხოურისგან განსხვავებით გაიზარდა შიდა ვალი - 204.6 მილიონით. სულ ქვეყნის შიდა ვალი 6 მილიარდ ლარს აღემატება.
1 თებერვლისთვის სახელმწიფოს ვალდებულებები 30.7 მილიარდი ლარია, 485.7 მლნ ნაკლები დეკემბერთან შედარებით.
მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით, დაგეგმილია პორტფელში საშინაო ვალის წილის ზრდა. აღნიშნული მიმართულებით ვალის მართვის სტრატეგიის მიზნობრივ მაჩვენებლებად განსაზღვრულია ორი მიზანი - უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-თან ფარდობის 35%-მდე შემცირება, და მეორე, მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტ%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. აღნიშნული მაჩვენებლების მიღწევა დაგეგმილია 2025 წლისათვის.