ეკონომიკა
16/09/2021
საქართველოს საგარეო ვალი $8.048 მლრდ-ს აღწევს
საქართველოს საგარეო ვალი 2021 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, $8.048 მლრდ-ს აღწევს, მაჩვენებელი ერთ თვეში $45 მლნ-ით არის გაზრდილი, წლიურად კი - თითქმის $1.3 მლრდ-ით.
საგარეო ვალში მთავრობის ვალი 7.57 მლრდ-ია.
ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორები საერთაშორისო ბანკები არიან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, WBRD, ასევე მსოფლიო ბანკი და მის ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ორგანიზაციები.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარდა ქვეყანას ორმხრივი კრედიტორი ქვეყნები ჰყავს, ასევე 500 მლნ-იანი ევრობონდები.
საშინაო ვალის ჩათვლით კი, სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.5 მლრდ ლარს აჭარბებს.