ეკონომიკა
14/04/2022

საქართველოს საგარეო ვალი $8 მლრდ-ს აჭარბებს

საქართველოს საგარეო ვალი 8.1 მილიარდ დოლარია.

მართალია მაჩვენებელი მარტში 100 მილიონით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში ზრდა 360 მილიონ დოლარს აღემატება. მთლიანი ვალდებულებებიდან $7.7 მლრდ მთავრობის ვალია.

მარტში საქართველომ კრედიტორებისთვის 35 მილიონი დოლარის ძირითადი თანხის დაფარვა შეძლო, პროცენტის სახით კი 4 მილიონ 600 ათასი გადაიხადა.

საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებულ ვალდებულებებთან ერთად, ორმხრივის კრედიტორი ქვეყნების ვალიც აქვს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.