ეკონომიკა
19/02/2021

საქართველოს საგარეო ვალი 1 წელში $2,112 მლრდ-ით გაიზარდა

პანდემიურ წელს დაწყებული საგარეო ვალდებულებების ზრდის ტრენდი 2021 წლის დასაწყისითვისაც გაგრძელდა.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, იანვარში დეკემბერთან შედარებით საქართველოს საგარეო ვალი $254 მლნ-ით, წლიურ ჭრილში კი $2,112 მლრდ-ით გაიზარდა და თითქმის $7,8 მლრდ-ს მიაღწია.

ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს.

უკვე ცნობილია, რომ წელს მთავრობა 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს. ბიუჯეტის შესახებ კანონი ახალი ევრობონდების გამოშვება 1.657 მლრდ ლარის ფარგლებშია დაგეგმილი.