ეკონომიკა
13/10/2023

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია, -  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 607.2 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

Businesspartner