ეკონომიკა
02/06/2022

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 300 რეისი სრულდება

საქართველო საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას უბრუნდება. როგორც მთავრობის ანგარიშში წერია, 2021 წლის დაჯამებული მონაცემებით, ფრენები 85%-ით აღდგა, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 43%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. 

მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 74%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 67%-ით.

2021 წლის ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები:Eurowings; Wizz Air Abu Dhabi და Air Arabia Abu Dhabi.

ამასთან, მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: Condor, FLYONE Armenia, ირანული ავიაკომპანია Varesh Airlines და საუდის არაბეთის ავიაკომპანია flydeal-მა. 

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 300 რეისი
სრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები სრულდება 36 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 72 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 415-420 სიხშირით, რაც, მთავრობის შეფასებით, დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში.